ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირება იწყება

რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირება იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიული სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს. ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. პროექტირება სამ ეტაპად გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიული სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს. ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. პროექტირება სამ ეტაპად გ…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავის ისტორიული სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს.

ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. პროექტირება სამ ეტაპად განხორციელდება, რომელთაგან ძირითადი საპროექტო სამუშაოები I და II ეტაპებზე შესრულდება, ხოლო III ეტაპი მშენებლობის პროცესში საავტორო ზედამხედველობას ითვალისწინებს.

რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტი უნდა მოიცავდეს საბავშვო და სპორტულ ზონებს, კალათბურთის მოედანს, განახლებულ სკეიტ-პარკს, ტბის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურასა და დასასვენებელ სივრცეებს.

უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს საფესტივალო სივრცეები, დაიგეგმოს ამფითეატრის რეაბილიტაცია, გაკეთდეს ველოსიპედის, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ტბაზე და კუნძულზე გადასასვლელი ხიდები, განვითარდეს დამატებითი სატრანსპორტო კავშირები და დაიწყოს ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა.

გარდა ამისა, განახლებულ პარკში უნდა იყოს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენები, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსთავის ციხე-სიმაგრის სარეკრეაციო ზონასთან ინტეგრაციასა და არქეოლოგიური სივრცის წარმოჩენას. ამასთან, რუსთავის ცენტრალური პარკის განახლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა, აუცილებელია ამის შენარჩუნება და წარმოჩენა.

პროექტის მიხედვით, ასევე უნდა განახლდეს უსაფრთხოების, განათების, სარწყავი და სადრენაჟე სისტემები. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების სეპარაციას, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, ეკომასალების დანერგვასა და ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს