ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას. ბოლნისის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას. ბოლნისის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუ…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას.

ბოლნისის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს გერმანული დასახლების ისტორიული არეალის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.

დაგეგმილია ისტორიულ უბანში არსებული შენობა-ნაგებობების, ქუჩების და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განახლება, საინჟინრო ქსელების, გარე განათების და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება.

ცენტრალურ პარკში მოეწყობა სპორტული, რეკრეაციული და კულტურული ზონები, საბავშვო სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე განახლდება 9 აპრილის მემორიალი.

პარკის და ისტორიული არეალის განვითარების ფარგლებში იგეგმება , ასევე, გარე განათების, საინფორმაციო მანიშნებლების, წყლის ობიექტების, შადრევნების, სარწყავი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობა. პროექტი ასევე მოიცავს წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე სისტემებისა და ელექტრომომარაგების ქსელების განახლებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული ტურიზმის განვითარებას. დაგეგმილია არქეოლოგიური ძეგლების, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და გერმანული დასახლების ერთიან ტურისტულ მარშრუტში გაერთიანება, რაც ბოლნისს კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებასაც. ისტორიული გერმანული მარნების ფუნქციური აღდგენა და მათი დაკავშირება ბოლნური მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასთან ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას.

მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად ქალაქ ბოლნისში შეიქმნება ახალი საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი და წარმოჩინდება ქალაქის უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს