ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელმაც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილი გადაარჩინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელმაც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილი გადაარჩინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელმაც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილი გადაარჩინა. დავით ვერავამ გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელმაც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილი გადაარჩინა. დავით ვერავამ გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლო…

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელმაც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილი გადაარჩინა. დავით ვერავამ გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ირაკლი მაქაცარიას მადლობა გადაუხადა.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქციელით გმირები ხდებიან - ასეთია ირაკლი მაქაცარია, რომელმაც სქურის ხეობაში დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ადიდებულ მდინარეს სასწაულებრივად გადაურჩა. ირაკლის სამძებრო სამუშაოების პერიოდში ყველა შეგვძრა ისტორიამ, რომელსაც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, თუ როგორ შევიდა წყალმოვარდნის დროს მდინარეში ადამიანი, დედა-შვილი სამშვიდობოს გაიყვანა, თავად კი წყალმა გაიტაცა. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის!

ირაკლი მაქაცარია გახდა თავგანწირვის, სხვისი სიცოცხლის გადარჩენის და სიმამაცის სიმბოლო. მადლობა მას ამ გმირობისთვის! ჩემთვის პატივი იყო დღეს ირაკლისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მემასპინძლა და გმირული საქციელისთვის მადლობა გადამეხადა“, - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს