ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, ფერმერებს წარმოების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, ფერმერებს წარმოების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მეფრინველეობის მეხორცული ფერმა „მწვანე ქვეყანა” დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მეფრინველეობის მეხორცული ფერმა „მწვანე ქვეყანა” დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მეფრინველეობის მეხორცული ფერმა „მწვანე ქვეყანა” დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

მეფრინველეობის ფერმის წარმადობა 400 000 ფრთა ქათამია, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. ფერმაში 40 ადამიანია დასაქმებული.

„მეფრინველეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის. წეროვანის მეფრინველეობის ფერმაში, თანამედროვე წარმოებისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგებში აისახება და ფერმერებს წარმოების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ფერმა „მწვანე ქვეყანა” სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2014, 2016-2021 წლებში მეფრინველეობის ფერმის მშენებლობისა და აღჭურვის, ასევე სასაკლაოს მოწყობის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, მეფრინველეობის ფერმების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 280 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2,500-ზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 67 მლნ ლარია, მათ შორის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 5,3 მლნ ლარის ღირებულების 61 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,5 მლნ ლარს აღემატება.

ფერმაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს