ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლოკოკინის ფერმა შპს „ტიმეო“ დაათვალიერა და კომპანიის საქმიანობას გაეცნო. შპს „ტიმეო“ ლოკოკინის ხორცისა და ნიჟარის წარმოებას ახორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლოკოკინის ფერმა შპს „ტიმეო“ დაათვალიერა და კომპანიის საქმიანობას გაეცნო. შპს „ტიმეო“ ლოკოკინის ხორცისა და ნიჟარის წარმოებას ახორ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლოკოკინის ფერმა შპს „ტიმეო“ დაათვალიერა და კომპანიის საქმიანობას გაეცნო.

შპს „ტიმეო“ ლოკოკინის ხორცისა და ნიჟარის წარმოებას ახორციელებს. კომპანიის პროდუქციის სარეალიზაციო ბაზარს იტალია და საფრანგეთი წარმოადგენს. საწარმოში 250-300 ადამიანია დასაქმებული.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე. ლოკოკინის ხორცს აქვს საექსპორტო პოტენციალი, ხოლო ნიჟარის გადამუშავება კიდევ უფრო ზრდის წარმოების ეკონომიკურ ღირებულებას. ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთი ახალი შესაძლებლობების გაჩენა რეგიონებში და ქართული აგროსექტორის დივერსიფიცირება; საქართველოში მეტი თანამედროვე და კონკურენტუნარიანი წარმოების შექმნა, რომელსაც ექნება როგორც ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების, ისე ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ლოკოკინის ფერმაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ასევე მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს