ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 7

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო. ფორუმი აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო. ფორუმი აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გა…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო. ფორუმი აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გახსნა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ მიულოცეს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან მუდმივი თანამშრომლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, ასევე, მათი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა რეგიონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

,,ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი, ცოდნა და მომავალია, ამიტომ მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ მათთან ერთად უნდა დავგეგმოთ ახალი ინიციატივები და შევქმნათ მეტი შესაძლებლობები. გაგრძელდება თემატური შეხვედრები, მოვისმენთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი ახალგაზრდების იდეებს სხვადასხვა პროექტთან და სტარტაპებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ფორუმზე, რომელშიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, ცენტრის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ წარადგინა პრეზენტაცია, ღონისძიების მონაწილეებმა კი საჯარო პოლიტიკის საკითხებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და იმსჯელეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე.

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფესტივალით გაგრძელდა, რომლის ფარგლებში, მოეწყობა მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ასევე კონცერტები მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

ფორუმს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თვითმმართველობების წარმომადგენლები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს