ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 16

12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, 12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ქუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, 12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ქუ…

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, 12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „წლის მოხალისე” დააჯილდოვეს, რომელიც ლუკა მიქაუტაძე გახდა.

დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ბულვარსა და ფალიაშვილის ქუჩაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო, სტარტაპ და ახალგაზრდული ორგანიზაციების საგამოფენო სივრცეები. ჩატარდა შემეცნებითი ქვიზები, ინტერაქციული თამაშები, სპორტული

აქტივობები, რადიომართვადი მანქანების (RC) შოუ და თანამედროვე დრონების სანახაობრივი წარმოდგენა.

ასევე, მოეწყო მოხალისეობის აპლიკაციის, ახალგაზრდობის სააგენტოს, ახალგაზრდული ბარათისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა Coursera-ს პრეზენტაციები.

დღის ბოლოს გაიმართა ჯგუფების - „ურსას” და Goofy Land-ის კონცერტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს