ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 14

რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის გამზირს რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის გამზირს რეაბილიტაცია უტარდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის მიმდინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის მიმდინ…

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შარტავას გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კარლო ნოდიასთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ზურა ტაბაღუასთან ერთად სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

„შარტავას გამზირის საფეხმავლო ნაწილის კეთილმოწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და სამუშაოები აქ უკვე აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე მოეწყობა, როგორც საფეხმავლო ბილიკები, ასევე ველობილიკები, გაჩნდება ახალი მწვანე და დასასვენებელი სივრცეები“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, შარტავას გამზირზე საავტომობილო გზის ორივე მხარეს, 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ტროტუარები, ასევე ველობილიკები, გარე-განათება და მწვანე სივრცეები, განთავსდება დასასვენებელი სკამები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს