ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 16

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით გა…

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ.

მერმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების ჩართულობის, მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტში მათი შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებებზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში სტუდენტთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანია სტუდენტების მხარდაჭერა და მათთვის განათლების მიღების პროცესში ხელშეწყობა. ასევე, შეიქმნა მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებების, იდეებისა და ინიციატივების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მეტად გათვალისწინებასა და ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა განათლების, პროფესიული და პიროვნული განვითარების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საკუთარი იდეების რეალიზებისთვის.

„ახალგაზრდები ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მნიშვნელოვანი ძალაა. ჩვენი მიზანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარი იდეებითა და ინიციატივებით წვლილი შეიტანონ ხულოს მომავალში“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს