ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 17

რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება

რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. მე-11 საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი შენობის მშენებლობა თითქმის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. მე-11 საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი შენობის მშენებლობა თითქმის…

რუსთავი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. მე-11 საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი შენობის მშენებლობა თითქმის დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების, მოზარდების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სექტემბრიდან 300 აღსაზრდელს მიიღებს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სამუშაოების მიმდინარეობას დეპუტატებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

„რუსთავში ჩვენი პატარებისთვის 4 ახალი საბავშვო ბაღის გახსნა გვქონდა დაგეგმილი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს გეგმა შესრულდა. დღეისათვის 2 ბაღი უკვე გახსნილია, დასასრულს უახლოვდება ორის მშენებლობა. ახალ საბავშვო ბაღებზე ვიწყებთ საპროექტო სამუშაოებს და ძალიან მალე ჩვენს ქალაქს კიდევ შეემატება ახალი ინფრასტრუქტურა სკოლამდელი განათლებისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მე-11 საბავშვო ბაღის პარალელურად, დასრულების ფაზაშია N25 საბავშვო ბაღის მშენებლობა. ახლადრეაბილიტირებულ N31-ში კი უკვე საზაფხულო ბაღია გახსნილი.

„რუსთავში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ქალაქი ახალ სასწავლო წელს, სამი ახალი საბავშვო ბაღით შეხვდება. პროცესი აქტიურად გრძელდება და ქალაქში კიდევ რამდენიმე ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავში 23 საბავშვო ბაღია. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აშენდა 9 საბავშვო ბაღი.

მიმდინარე წელს, რუსთავში სკოლამდელი აღზრდის კიდევ ორი დაწესებულების მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს