ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. დღეისათვის რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. დღეისათვის რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის…

რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. დღეისათვის რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ.

„რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული უბნის-რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები აქტიურ ფაზაში გვაქვს 9 საცხოვრებელ კორპუსში. ტერიტორია მზადდება ტროტუარების მოსაწყობადაც. პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავში კიდევ ერთი ისტორიული ქუჩა გვექნება ურბანულად განახლებული და რაც ყველაზე მთავარია, ამ უბნის მოსახლეობა რესტავრირებულ, უსაფრთხო კორპუსებში იცხოვრებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით N27, N29, N31, N35, N38, N40, N42, N44 და N46 საცხოვრებელ კორპუსებში შენობების გამაგრება, სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია, დეკორატიული აივნების, გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობააა გათვალისწინებული და სრულად შენარჩუნდება ძველი ქუჩის ავთენტური იერ-სახე.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 7 442 587.15 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქუჩაა და მისი რესტავრაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს