ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 18

ბექა ვაჭარაძემ ფოთელ სპორტსმენს ალექსანდრე გვასალიას „ზასლავლის თასი 2026“-ის მოპოვება მიულოცა

ბექა ვაჭარაძემ ფოთელ სპორტსმენს ალექსანდრე გვასალიას „ზასლავლის თასი 2026“-ის მოპოვება მიულოცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთელი სპორტსმენი ალექსანდრე გვასალია „ზასლავლის თასი 2026“-ის გამარჯვებულია. წარმატებულ სპორტსმენს მიღწეული შედეგი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 18-20 სექტემბერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთელი სპორტსმენი ალექსანდრე გვასალია „ზასლავლის თასი 2026“-ის გამარჯვებულია. წარმატებულ სპორტსმენს მიღწეული შედეგი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 18-20 სექტემბერ…

ფოთელი სპორტსმენი ალექსანდრე გვასალია „ზასლავლის თასი 2026“-ის გამარჯვებულია. წარმატებულ სპორტსმენს მიღწეული შედეგი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 18-20 სექტემბერს, ბელარუსის ქალაქ ზასლავლში გამართულ წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირზე, 10 წლის ალექსანდრე გვასალიამ, Under 10 Boys კატეგორიაში, სლალომის დისციპლინაში პირველი ადგილი დაიკავა.

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ გამარჯვებით ალექსანდრემ მსოფლიო რეიტინგშიც პირველი ადგილი დაიკავა.

ვულოცავ ალექსანდრეს, მის მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ვუსურვებ მას წარმატებულ სპორტულ კარიერას. მჯერა, წინ კიდევ არაერთი დიდი გამარჯვებაა“, - განაცხადა ფოთის მერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს