ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა

მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებ…

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მარათონთან ერთად, შეჯიბრებები გაიმართა გირის აწევასა და მკლავჭიდში. მარათონსა და სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნური გორგაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და მედლები და თასები გადასცეს.

გამარჯვებულები შესაბამისი ფულადი პრიზებითაც დაჯილდოვდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული და აქტიური ღონისძიება ტარდება. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდას. მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო და სასარგებლოა“, - განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის გაზრდა და ახალგაზრდების აქტიური ცხოვრების წესის წახალისება წარმოადგენდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს