ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 12

მესტიის სატყეო უბანზე, ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა - სატყეო ენტომოლოგებმა ადგილზე საველე კვლევა ჩაატარეს

მესტიის სატყეო უბანზე, ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა - სატყეო ენტომოლოგებმა ადგილზე საველე კვლევა ჩაატარეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბანზე - ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა. სატყეო ენტომოლოგების მიერ ადგილზე საველე კვლევა განხორციელდა, შეფასდა ნაძვნარი კორომების სანიტარიუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბანზე - ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა. სატყეო ენტომოლოგების მიერ ადგილზე საველე კვლევა განხორციელდა, შეფასდა ნაძვნარი კორომების სანიტარიუ…

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბანზე - ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა. სატყეო ენტომოლოგების მიერ ადგილზე საველე კვლევა განხორციელდა, შეფასდა ნაძვნარი კორომების სანიტარიული მდგომარეობა, რის შედეგადაც მავნებელ-დაავადებების არსებობის დამადასტურებელი ნიშნები გამოვლინდა.

„მბეჭდავი ქერქიჭამია ნაძვნარი კორომებისთვის მსოფლიოში ცნობილი მავნებელია. ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღნიშნული მავნებლის მონიტორინგისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ნაძვნარ კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მონიტორინგი და შესაბამისი სანიტარიული ღონისძიებები სააგენტოს მიერ 2012 წლიდან ხორციელდება. ლახამულას ხეობაში მავნებლის მონიტორინგის მიზნით, ფერომონიანი მწერმჭერები განთავსდა. ტერიტორია რჩება სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად განხორციელდეს შესაბამისი სატყეო ღონისძიებები“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

ლახამულას ხეობაში რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, რთულად მისადგომი კორომებია, ასეთ პირობებში სანიტარიული ღონისძიებების განხორციელება თითოეულ კონკრეტულ უბანზე ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს, რათა ტყის დაცვის მიზნებთან ერთად, თავიდან იქნეს აცილებული ადამიანების უსაფრთხოების, ნიადაგის ეროზიისა და გარემოს დაზიანების რისკები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს