ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ

ლევან მოსეშვილი: ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილ მოთხოვნილებას მზად დავხვდეთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის აეროპორტს, საქართველოს სხვა აეროპორტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა. მისი თქმით, ქუთაისის ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის აეროპორტს, საქართველოს სხვა აეროპორტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა. მისი თქმით, ქუთაისის ს…

ქუთაისის აეროპორტს, საქართველოს სხვა აეროპორტებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საჰაერო მიმოსვლის მიმართულებით.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ფაქტობრივად, უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს როგორც მდებარეობით, ისე ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით. მისი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ისე შეირჩა, რომ სამომავლო გაფართოებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო. ამასთან, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, არამედ რეისების მიმართულებითაც საჰაერო სივრცე მორგებულია ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, აეროპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურის გაფართოებაა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალოდ 2.5 მილიონი მგზავრისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მის გაფართოებაზე, რათა ახლო მომავალში გაზრდილ მოთხოვნილებას სათანადოდ დავხვდეთ. იგეგმება არამხოლოდ სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ სამგზავრო ტერმინალის გაფართოებაც, რაც აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს წელიწადში საშუალოდ 5 მილიონ მგზავრს მოემსახუროს“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მდებარეობა მას საშუალებას აძლევს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთან საჰაერო კავშირების განვითარებაში და მგზავრებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და ტურისტულ მიმართულებაზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს