ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 12

რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება

რუსთავში რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ გაიხსნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს. რუსთავის მერიამ ნიკო ლომოურის ქუჩაზე, სადაც მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, ახალი სტადიონის და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს. რუსთავის მერიამ ნიკო ლომოურის ქუჩაზე, სადაც მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, ახალი სტადიონის და…

რუსთავში, რაგბის ბავშვთა აკადემია ,,რუსთაველი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ინფორმაციას რუსთავის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსთავის მერიამ ნიკო ლომოურის ქუჩაზე, სადაც მორაგბეთა პირველი თაობა ვარჯიშობდა, ახალი სტადიონის და აკადემიის მშენებლობა თითქმის დაასრულა.

რაგბის აკადემიის მშენებლობის დასრულებამდე ცნობილი რუსთაველი მორაგბეებით დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი კვალიფიკაციას საფრანგეთში, ნიცის სარაგბო აკადემიაში აიმაღლებს და ევროპის წამყვანი კლუბების გამოცდილებას გაიზიარებს.

„რუსთავში, ისტორიულ სარაგბო ადგილზე, ახალი აკადემიის მშენებლობა ძალიან მალე დასრულდება. „რუსთაველის“ სამწვრთნელო შტაბი და მენეჯმენტი საფრანგეთის ქალაქ ნიცის სარაგბო აკადემიაში ვართ მიწვეული. ვეცდებით მაქსიმალურად ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, მეტი სიახლე ჩამოვიტანოთ იმისთვის, რომ მაღალი სტანდარტებით ვიმუშაოთ“, - განაცხადა რაგბის ბავშვთა აკადემია „რუსთაველის" მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ნატრიაშვილმა.

რუსთავის რაგბის აკადემიაში 5-დან 14 წლამდე მოზარდების ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

ახალი სპორტული სივრცე რუსთავში ოქტომბერში გაიხსნება და რაგბის ყველა მოყვარულისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების აკადემიაში სწავლას რუსთავის მერია, სპეციალური სტიპენდიით დააფინანსებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს