ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 14

ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის…

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილზე გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია უტარდება ჭაბურღილსა და წყლის ავზს, მოეწყობა შიდა წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური გამრიცხველიანების სისტემა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ბროწლეთში მცხოვრები დაახლოებით 140 ოჯახი განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები 13 სოფელში მიმდინარეობს. პროექტების დასრულების შემდეგ, 3 400-ზე მეტი აბონენტი განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს