ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მოადგილე ნური გორგაძესთან ერთად, სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდებს შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მოადგილე ნური გორგაძესთან ერთად, სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მოადგილე ნური გორგაძესთან ერთად, სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდებს შეხვდა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მოადგილე ნური გორგაძესთან ერთად, სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდებს შეხვდა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკი…

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მოადგილე ნური გორგაძესთან ერთად, სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლის ახალგაზრდებს შეხვდა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, წარმოადგინეს პრეზენტაცია განხორციელებული აქტივობების შესახებ და მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ინიციატივების განვითარების მიმართულებით საკუთარი იდეები წარადგინეს.

მხარეებმა განიხილეს ახალგაზრდების ჩართულობის, არაფორმალური განათლების, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობების გაძლიერების შესაძლებლობები. ახალგაზრდებმა ასევე ისაუბრეს იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, რომლებიც მათთვის აქტუალურია.

ვახტანგ ბერიძემ ახალგაზრდებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი თქმით, ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

„მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები და ხედვები წარმოადგინონ და უშუალოდ იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის განვითარებაში. მერია მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერას და მათთვის შესაბამისი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს