ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირების მიზნით, 2026-2027 წლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება. გარემოს დაცვისა დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირების მიზნით, 2026-2027 წლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება. გარემოს დაცვისა დ…

გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირების მიზნით, 2026-2027 წლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე, უკვე დასრულდა ხიდის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 547 887 ლარი შეადგინა.

ამავე არხზე დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მოწყობა. პროექტის ღირებულება 507 092 ლარია, სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.

მიმდინარე წელს კიდევ ერთი კაპიტალური პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანის (შეკვეთილის) მასივის დამშრობ სისტემაზე. პროექტის ღირებულება 485 884 ლარს შეადგენს.

კაპიტალურ პროექტებთან ერთად, 2026 წელს გურიის რეგიონში საექსპლუატაციო ღონისძიებებიც მიმდინარეობს. იწმინდება კოლექტორული და შემკრები არხები, წესრიგდება და ახლით იცვლება ჰიდროტექნიკური ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულები.

განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები გააუმჯობესებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს დამშრობი სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც ტერიტორიების დატბორვის რისკებს შეამცირებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს