ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 13

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებული - რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებული - რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებული. მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია. რთველის პროცესში კერძ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებული. მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია. რთველის პროცესში კერძ…

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე 1800 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენია გადამუშავებული. მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 3 000 ტონის ფარგლებშია.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებისა და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარის” მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილწარმოშობის ღვინოების - „ხვანჭკარა“ და „რაჭა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს. ამასთან, რეგიონის შესასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შეტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა. რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზეშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს