ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა თურმანიძესთან, დაბა ქედაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა თურმანიძესთან, დაბა ქედაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნ…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა თურმანიძესთან, დაბა ქედაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

კულტურის ცენტრის პროექტი შენობის სრულ შიდა და გარე რეაბილიტაციას ითვალისწინებს. განახლებულ შენობაში შეიქმნება მრავალფუნქციური სივრცე, სადაც სახელოვნებო სკოლა, ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. მოეწყობა 300-მდე მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, რომელიც თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით აღიჭურვება. განახლებული ინფრასტრუქტურა ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მისცემს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

მთავრობის თავმჯდომარე დაბა ქედაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ფერდსამაგრი კედლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი ფერდსამაგრი კედლის მშენებლობასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

ზურაბ პატარაძე დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს მათ საჭიროებებზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ქედის განვითარების შესაძლებლობებზე გაესაუბრა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს