ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 15

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ფოთში ისტორიული შენობა აღდგა და ახალი სიცოცხლე შეიძინა

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე: ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ფოთში ისტორიული შენობა აღდგა და ახალი სიცოცხლე შეიძინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და მათი ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ახალგაზრდული ჰაბი ფუნქციონირებს. ეს არის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საგანმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და მათი ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ახალგაზრდული ჰაბი ფუნქციონირებს. ეს არის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საგანმა…

ფოთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და მათი ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით ახალგაზრდული ჰაბი ფუნქციონირებს.

ეს არის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და მეწარმეობრივ შესაძლებლობებს სთავაზობს.

სივრცე აერთიანებს იდეათეკას, მედიალაბს, ინოვაციურ ლაბორატორია FabLab-ს, ვიდეო და ხმის ჩამწერ სტუდიებსა და მრავალფუნქციურ სივრცეს.

ჰაბში ფუნქციონირებს იდეების, მედიის, ციფრული ტექნოლოგიების, კარიერული განვითარებისა და მოხალისეთა კლუბები, რომლებიც ახალგაზრდებს პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება. სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ახალგაზრდული ჰაბი მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობაშია განთავსებული, რომელიც დანგრევის პირას იყო. ფონდი „ქართუსა“ და ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით შენობა რეაბილიტირდა, ხოლო კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჰაბი თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა.

„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს შევუქმნათ გარემო, სადაც შეძლებენ ახალი ცოდნის მიღებას, უნარების განვითარებასა და საკუთარი იდეების განხორციელებას. ისტორიული შენობის აღდგენითა და მისი ახალი ფუნქციით დატვირთვით ფოთს მნიშვნელოვანი სივრცე შევძინეთ, რომელიც ახალგაზრდების განვითარებასა და ქალაქის ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართულობას ემსახურება. განსაკუთრებული მადლობა ფონდი „ქართუს“, ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენს პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის. მადლობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ ჰაბის აღჭურვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს