ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 11

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს მეუღლესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს მეუღლესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახე…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის გალა-კონცერტს მეუღლესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით, კაპელა და სოლისტები წარდგნენ.

ფესტივალი გამორჩეული ქართველი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა და ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, კულტურული ცხოვრების გამდიდრებასა და კლასიკური მუსიკისადმი საზოგადოების ინტერესის გაძლიერებას ემსახურება.

გალა-კონცერტის ფარგლებში, „ოტელოს“ დადგმის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საოპერო სოლისტებს მარინა ჯახუტაშვილს, ზაზა ხამათაშვილსა და ბადრი სახამბერიძეს ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ. სამახსოვრო ჯილდოები მიიღეს სცენოგრაფმა იური ხაბაზმა და სახალხო არტისტმა ელდარ გეწაძემ.

პროგრამის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა ალექსანდრე ხომერიკის მნიშვნელოვან როლს ბათუმში საოპერო თეატრის განვითარებაში და ფესტივალს შემოქმედებითი გაძლიერება და წარმატებები უსურვა.

ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ა(ა)იპ „რიტმას“ ორგანიზებით, ბათუმის მერიისა და დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.

საღამოს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, ხელოვნებისა და მუსიკის სფეროს, საზოგადოების წარმომადგენლები, ალექსანდრე ხომერიკის ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს