ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 5

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა

იმერეთის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული…

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, იმერეთის რეგიონში 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის მოგვარებაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში სისტემატურად ერთვებოდნენ. ისინი მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ იღებდნენ ე.წ. „ქურდულ გადაწყვეტილებებს“. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა და 223-ე კვარტა მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს