ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა

უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად, ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული, საჭირ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად, ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული, საჭირ…

ქესანიშვილების ოჯახისთვის 15-წლიანი უსახლკარობა დასრულდა. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და მათთან ერთად, ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებული, საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა დაათვალიერა.

„მთელი გულით გილოცავთ. გისურვებთ, რომ ახალ ჭერქვეშ ცხოვრება ახალი წარმატებებითა და სასიკეთო ცვლილებებით დაგეწყოთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია თბილისში, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება. უსახლკაროთა რეგისტრაციის პროგრამით, ვცდილობთ, დავეხმაროთ ამგვარ ოჯახებს და ხელი შევუწყოთ საცხოვრებელი პირობების შექმნაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქესანაშვილების უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს საცხოვებელი ბინა სარგებლობის უფლებით, „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გადაეცა.

„სიტყვები არ მყოფნის ამხელა სიხარულისგან. 15 წელი მძიმე პირობებში, საბავშვო-ბაღის შენობაში ვიცხოვრეთ, თქვენი დახმარებით კი საცხოვრებელი ბინა მივიღეთ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი კარგი პირობები იქნებოდა. მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, ამ უსაზღვრო ბედნიერებისთვის. მინდა, უამრავი წარმატება გისურვოთ ყველას და მადლობა გადავუხადო ადგილობრივ გამგეობას, მერიას, რადგან მათგან ვიღებ სხვადასხვა სახის დახმარებას, ასევე მედიკამენტების 500-ლარიან ვაუჩერს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ქრისტინე ქესანაშვილმა.

ბინის გადაცემის პროცესს მერთან ერთად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდა.

დედაქალაქის მერიამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი უკვე 400-მდე ოჯახს გადასცა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს