ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 4

ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“

ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“. კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“. კ…

17 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“.

კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ საარჩევნო პროცესებზე დეზინფორმაციის გავლენას, დეზინფორმაციას, როგორც პოლიტიკის გამოწვევას (მექანიზმებს, გამომწვევ ფაქტორებს და გავლენას), ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების როლს საარჩევნო პროცესებში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა საარჩევნო უფლების დაცვის მნიშვნელობას, ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციისგან, მანიპულაციისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათგან დაცვის მექანიზმებზე. მონაწილეებს არჩევნების პერიოდში სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა გააცნო და ამ მიმართულებით ცესკოსა და სახალხო დამცველს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობა მიმოიხილა. აქვე მადლობა გადაუხადა ცესკოს ამ თანამშრომლობისთვის და შესაბამის უწყებებთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) ორგანიზებით მიმდინარეობს და მასში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. კონფერენციას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს