ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 9

სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით ნიკა მელიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით ნიკა მელიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამ…

სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა.

ამ ეპიზოდში მელიას სასამართლოს უპატივცემულობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

ნიკა მელიასთვის დღეს გამოტანილი განაჩენმა მისთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.

ცნობისთვის, მელიას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზეშემდეგი თემატური მასალა →დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს