ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 16

პროკურორის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მან პირადად გადასცა ბიზნეს სუბიექტებისგან აღებული თანხა ლილუაშვილს

პროკურორის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მან პირადად გადასცა ბიზნეს სუბიექტებისგან აღებული თანხა ლილუაშვილს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირი დაადასტურა. მისი თქმით, მსჯავრდებულმა აღიარა, რომ მან პირადად გადასცა ბიზნეს სუბიექტებისგან აღებული თანხა ლილუაშვილს „გაჟღერებული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირი დაადასტურა. მისი თქმით, მსჯავრდებულმა აღიარა, რომ მან პირადად გადასცა ბიზნეს სუბიექტებისგან აღებული თანხა ლილუაშვილს „გაჟღერებული…

პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძემ გრიგოლ ლილუაშვილთან კავშირი დაადასტურა.

მისი თქმით, მსჯავრდებულმა აღიარა, რომ მან პირადად გადასცა ბიზნეს სუბიექტებისგან აღებული თანხა ლილუაშვილს

„გაჟღერებული მოცემულობაა, რომ სწორედ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით კონკრეტულ ორ შემთხვევაში გრიგოლ ლილუაშვილმა აიღო ქრთამი. წარმოდგენილი იყო მოწმის განცხადება, სადაც ის უთითებდა, რომ სურვილი ჰქონდა, მისი დაკითხვა დისტანციურად მომხდარიყო.

მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხილი, პირადად გადასცა და დავალებითაც პირადად მიიღო, რომ მოეთხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისგან.

მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი და ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ მოახდინა ამ საკმაოდ სოლიდური თანხის აკუმულირება და გადაცემა“, - აღნიშნა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა რომეო მიქაუტაძე. ის სხდომას დისტანციურად პენიტენციური დაწესებულებიდან ჩაერთო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზეშემდეგი თემატური მასალა →დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს