ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 13

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ რიკაძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი თევდორაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ რიკაძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი თევდორაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თა…

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ რიკაძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი თევდორაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან - გულოგლანმურადლისთან და ფუად მამადოვთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, ორი ქვეყნის საბაჟო გამშვები პუნქტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და საერთაშორისო გადაზიდვების შეუფერხებელი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობისა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელების საკითხებზე. ამასთან, შეხვედრების მსვლელობისას, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში, გაფართოებული ფორმატით კვლავ გაიმართოს კომპლექსური შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც შეფასდება უკვე გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შედეგები და საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება დამატებითი ქმედითი ნაბიჯები ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით.

სამუშაო შეხვედრების დასრულებისას, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობის პროცესის შეუქცევადობას.

სამუშაო შეხვედრები, რომელებსაც ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ დარახველიძე, სგპ ,,წითელი ხიდის“ უფროსი ზურაბ ინასარიძე, სგპ ,,ლაგოდეხის“ უფროსი მიხეილ ბერიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტების - ,,წითელი ხიდის“ მოსაზღვრე მხარეს ,,სინიქქიორპუსსა“ და ,,ლაგოდეხის“ მოსაზღვრე მხარეს მდებარე ,,მაზიმგარაში“ ერთდროულად გაიმართა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზეშემდეგი თემატური მასალა →დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს