ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 10

დონალდ ტრამპი – ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ, რა მოხდება, ირანს ძალიან სურს გარიგების დადება, მაგრამ ჯერ არ არიან მზად სწორი გარიგებისთვის

დონალდ ტრამპი – ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ, რა მოხდება, ირანს ძალიან სურს გარიგების დადება, მაგრამ ჯერ არ არიან მზად სწორი გარიგებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბლოკადას თუ შეხედავთ, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მთელ იმ რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა . მისი თქმით, ირანში ჯერ არ არიან მზად „სწორი გარიგების“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბლოკადას თუ შეხედავთ, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მთელ იმ რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა . მისი თქმით, ირანში ჯერ არ არიან მზად „სწორი გარიგების“…

ბლოკადას თუ შეხედავთ, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მთელ იმ რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანში ჯერ არ არიან მზად „სწორი გარიგების“ დასადებად.

ჟურნალისტის კითხვაზე, ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი ხომ არ ნიშნავს, რომ სამხედრო ვარიანტი ამ ეტაპზე შეზღუდულია, ტრამპმა უპასუხა, რომ ასე არ არის.

„არა, საერთოდ არა. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ვხედავთ, რა ხდება. მათ ფული არ აქვთ, საზღვაო ფლოტი არ ჰყავთ, საჰაერო ძალები არ ჰყავთ. ისინი არ უხდიან ჯარისკაცებს, პოლიციელებს. მათთან ინფლაცია 350%-ია. ასე რომ, ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ, რა მოხდება. როგორც იცით, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს საზღვარზე. ბლოკადას თუ შეხედავთ, ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს მთელ იმ რეგიონზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება. სიღრმისეულად რომ ვთქვათ, ეს სახმელეთო ტერიტორიებსაც მოიცავს. ასე რომ, მათ ძალიან სურთ გარიგების დადება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ არ არიან მზად სწორი გარიგებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზეშემდეგი თემატური მასალა →დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს