ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 6

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირს შეურაცხყოფა მიაყენა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირს შეურაცხყოფა მიაყენა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი კვარაცხელიას. ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი კვარაცხელიას. ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბ…

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი კვარაცხელიას. ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ გამოავლინა. ზაალ ცხადაია 500 ლარით დაჯარიმდა. სამართალდამრღვევი დანაშაულს აღიარებს, თუმცა სხდომას თავად არ დასწრებია. პოზიცია სასამართლო სხდომაზე მისმა უფლებადამცველმა გააჟღერა და განაცხადა, რომ ზაალ ცხადაიამ შეურაცხმყოფელი კომენტარი ემოციურ ფონზე დაწერა. ზაალ ცხადაიას წინააღმდეგ საქმის წარმოება ასკ 166 მუხლის საფუძველზე მიმდინარეობდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ასევე, საჯარო სივრცეში ლალი მოროშკინას წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ირაკლი ხაზალია სამართალდამრღვევად ცნო და დაუსწრებლად 1000 ლარით დააჯარიმა. თავად ბრალდებული სხდომას არ დასწრებია. ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ გამოავლინა. ირაკლი ხაზალიას საქმის წარმოება ასკ 166 მუხლის საფუძველზე მიმდინარეობდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზეშემდეგი თემატური მასალა →დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს