ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 49

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სინგაპურში ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექსში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სინგაპურში ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექსში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები სამუშაო ვიზიტით სინგაპურში, ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები სამუშაო ვიზიტით სინგაპურში, ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექს…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები სამუშაო ვიზიტით სინგაპურში, ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექსში (INTERPOL Global Complex for Innovation – IGCI) იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე ქართველმა სამართალდამცველებმა ინტერპოლის წამყვან ექსპერტებთან ერთად, დეტალურად განიხილეს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი ტენდენციები, ციფრული მტკიცებულებების მოპოვებისა და ანალიზის თანამედროვე შესაძლებლობები, ასევე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, პროფესიული შესაძლებლობების განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სინგაპურში, სამუშაო ვიზიტით, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზეშემდეგი თემატური მასალა →დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს