ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სამართალი1 წთ საკითხავი👁 9

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თა…

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაგა კირკიტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ, მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში (GPSCFL), რომელიც ქალაქ ლიენიუნკანგში იმართება.

ფორუმზე, რომელიც 2022 წელს დაარსდა, განიხილება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე მიიღო მონაწილეობა ქვე-ფორუმებში, რომელთა ფარგლებში განსახილველი საკითხები მოიცავდა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას საპოლიციო განათლების სფეროში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან უწყების შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალასაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზეშემდეგი თემატური მასალა →დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს და პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს