ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს, გისურვებთ ისეთ ძლიერ საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ მისი შედეგები შეიგრძნობა

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იუბილეს, გისურვებთ ისეთ ძლიერ საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ მისი შედეგები შეიგრძნობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულად დასაფასებელია ის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულად დასაფასებელია ის…

გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილეს. ჩვენთვის, ვინც ყოველდღიურად ვსარგებლობთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ზრუნვით და გვერდში დგომით, განსაკუთრებულად დასაფასებელია ის პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება, რომელსაც სამსახურის თითოეული თანამშრომელი ავლენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა.

მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„თქვენ ხართ მოქალაქეთათვის უხილავი ფრონტის მებრძოლები, რომელთა ყოველდღიური შრომა და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო ერთ-ერთი პირველი სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შეიქმნა ურთულეს, ტრაგიკულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდში, როდესაც არაერთი სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა ჯერ კიდევ გარე გავლენებისა და ჩარევების ზემოქმედებას განიცდიდა.

1994 წელს ამ სამსახურის შექმნა შორსმჭვრეტელი და სახელმწიფოებრივი ხედვით მიღებული გადაწყვეტილებად აღმოჩნდა. სწორედ ამ უწყებამ შეძლო მაშინდელი პრეზიდენტის თავდასხმებისგან დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახლად აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის სტაბილურობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ეს ისტორია საქართველოს უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ხოლო თქვენი სამსახურის მნიშვნელობა კი შეუცვლელი.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო როლის გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებლობაც იზრდება. ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საფრთხეების მრავალფეროვნება და მზარდი გამოწვევები კიდევ უფრო ზრდის იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თქვენ გაკისრიათ. სწორედ ამიტომ, თქვენი სამსახურის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გისურვებთ, ღირსეულად ატაროთ თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. გისურვებთ ისეთ მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს, სადაც თქვენი მსახურება გარე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ მისი შედეგები ყოველდღიურად შეიგრძნობა სახელმწიფოს სიმტკიცეში და ინსტიტუტების გამართულ მუშაობაში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დღეს. გისურვებთ წარმატებებს და ჯანმრთელად მსახურებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიუბილეო ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს