ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კობახიძე: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია

ირაკლი კობახიძე: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებაზე აქცენტი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე გაკეთდა. პრემიერ-…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებაზე აქცენტი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე გაკეთდა. პრემიერ-…

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. ღონისძიებაზე აქცენტი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე გაკეთდა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

"საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენს უწყებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. დაარსების დღიდან, სამსახურმა იკისრა მისია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, ინსტიტუციურ სტაბილურობას და სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარებას. თქვენი პროფესია მუდმივ რისკებთან არის დაკავშირებული. დაკავშირებულია უდიდეს პასუხისმგებლობასთან და მოითხოვს უდიდეს დისციპლინას. თქვენ ამ მოწოდებას უმაღლესი პროფესიონალიზმით და ერთგულებით პასუხობთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მინდა გადაგიხადოთ. ამ საპასუხისმგებლო გაზე, სამწუხაროდ, თქვენმა არაერთმა თანამებრძოლმა, ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო.

მე პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული, თქვენი გმირი კოლეგების და მეგობრების ნათელ ხსოვნას. მათ სიმამაცე ქვეყნისთვის თავდადების უკვდავ მაგალითებად დარჩება.

დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ უწყების ხელმძღვანელობის სწორი ხედვის, თითოეული ოფიცრის მაღალი კვალიფიკაციის და ჩვენი მთავრობის ურყევი მხარდაჭერის შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალშიც, საქართველოს მთავრობა სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და სამსახურის წინსვლას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს