საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩია

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია – გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი. გრიგოლ მურღულია წარდგენილი იყო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, მის კანდიდატურას 82-მა დაუჭირა მხა…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია – გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი. გრიგოლ მურღულია წარდგენილი იყო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, მის კანდიდატურას 82-მა დაუჭირა მხა…
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია – გრიგოლ მურღულია და დავით ქართველიშვილი.
გრიგოლ მურღულია წარდგენილი იყო ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, მის კანდიდატურას 82-მა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო.
„ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი სამეურვეო საბჭოს წევრად 83 ხმით აირჩიეს.
ამასთან, კენჭისყრაზე დადგა ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი: თეა გეგენავა – (12 მომხრე, ხუთი წინააღმდეგი), ელისო გაბადაძე – (12 მომხრე, რვა წინააღმდეგი), თეიმურაზ კეკელიძე – (12 მომხრე, შვიდი წინააღმდეგი), თუმცა მათ საჭირო ხმები ვერ მიიღეს.