ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი

მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შ…

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

კანონპროექტის თანახმად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ (GEDF) გრანტების მიღებისა და გაცემის შესაძლებლობა მიეცემა.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ 2025 წელს გახდა პირველი სახელმწიფო კომპანია საქართველოში, რომელსაც მიენიჭა მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) აკრედიტებული ორგანიზაციის სტატუსი. მწვანე კლიმატის ფონდი არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმი და აფინანსებს ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ საშუალებას აძლევს განახორციელოს კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული, ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიებისა და კლიმატზე ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირებას. მწვანე კლიმატის ფონდის მხრიდან კლიმატმედეგი პროექტების განვითარების ხელშეწყობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ (GEDF) შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ეროვნული ენერგეტიკული და კლიმატური მიზნების მიღწევის პროცესში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს