ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 4

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტებას ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტებას ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარ…

უცხოელთა საქართველოში შემოსვლასთან, ყოფნასთან, ბინადრობის ნებართვის გაცემასა და გაძევებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტებას ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, თუ უცხოელს სურს, საქართველოში უნივერსიტეტში ჩაირიცხოს, მან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლებამოსილება ენიჭება, კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზება გაუწიოს უცხო ენის გამოცდას.

ცვლილებების თანახმად, თუკი უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლობს, მან ერთი სასწავლო წლის განმავლობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის მინიმუმ მესამედი უნდა დააგროვოს. კანონპროექტის მიხედვით, თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს, ეს მისი ბინადრობის გაუქმების საფუძველი გახდება. ასევე, თუ უცხოელი სტუდენტი 183 დღეზე მეტი ხნით დატოვებს ქვეყანას და ეს არ იქნება საპატიო მიზეზი (გაცვლითი პროგრამა ან სამედიცინო საჭიროება), ამ შემთხვევაშიც, ეს მისი ბინადრობის დაკარგვის საფუძველი გახდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხსაც მოიცავს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, რომლის მიზანს არ წარმოადგენს ოჯახის შექმნა და მიზანი უცხოელის მხრიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაა.

მომხსენებელმა, აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე, პარლამენტს ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით გააცნო.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს