ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის თემატურ სესიაზე ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე იმსჯელეს

საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის თემატურ სესიაზე ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე იმსჯელეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის, ციფრული იდენტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ საჯარო სერვისების გაერო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის, ციფრული იდენტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ საჯარო სერვისების გაერო…

ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურის, ციფრული იდენტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე ისაუბრეს.

თამარ ზოდელავამ მონაწილეებს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საჯარო ინფრასტრუქტურის როლზე თანამედროვე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში და ხაზი გაუსვა უსაფრთხო, ურთიერთდაკავშირებული და მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული ეკოსისტემის მნიშვნელობას.

სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად კომპონენტზე - ციფრულ იდენტობაზე, ციფრულ გადახდებსა და მონაცემთა გაცვლის სისტემებზე. მისი განცხადებით, უსაფრთხო ციფრული იდენტობა მოქალაქეებსა და ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge ინტეგრირებული ციფრული გადახდები სერვისების სრულად ონლაინ მიღებას უზრუნველყოფს.

საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი საჯარო მმართველობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა. ფორუმის მასპინძლობა საქართველოს მიერ საჯარო სერვისებისა და ციფრული მმართველობის მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ლი ჯუნჰუამ გახსნეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს