ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს - ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?

ჯაბა ხუბუა: ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად აღარ არსებობს - ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გუშინ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი დღეს უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გუშინ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი დღეს უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს

ესენი, ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო, უთავმოყვარეო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია ან საერთოდ ყრია თუ არა რამე საქართველოს იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს? - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, X-ზე.

მისი განცხადებით, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხსნა კოლექტიური "სანაცეთის" კოალიციურ მთავრობაშია, ან უსაშველო ბრიყვია, ან ამ ქვეყნის მტერი.

"გუშინ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი დღეს უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, დაიშალა...

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, ცაზე - ვარსკვლავები და მიწაზე ის, თუ მერამდენედ დალია ჩაილურის წყალი მერამდენეჯერ შექმნილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ.

ესენი, ეს ნაცრეჟიმის დანაყოფები თუ გამონაყოფები, უპრინციპო, უთავმოყვარეო და უმორალო პოლიტიკანთა ჯართის გროვა რომ არის, არახალია, მაგრამ რა ყრია ან საერთოდ ყრია თუ არა რამე საქართველოს იმ მოქალაქეების თავებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ ნაცნარჩენების კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს?

აბა, წარმოიდგინეთ, როგორი შეხმატკბილებული და ორგანიზებული, ეფექტური და პროდუქტიული იქნება ჩერგოლეიშვილ-ბოკერია-გვარამია-წითლიძე-ბოკუჩავა-ჯაფარიძე-სამადაშვილის კოალიციური მთავრობა და რა ჯიღას დაადგამენ ქვეყანას ეს პოლიტიკური ჭინჭყლები, რომლებიც ოპოზიციაშიც კი ერთმანეთს ძიძგნიან და ვერცერთ ალიანსში ორ თვეზე მეტს ვერ ძლებენ.

მოკლედ, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხსნა და საშველი კოლექტიური სანაცეთის კოალიციურ მთავრობაშია, ან უსაშველო ბრიყვია, ან კიდევ ამ ქვეყნის შეგნებული და გამიზნული მტერი," - წერს ხუბუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს