ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ვახტანგ ჟვანია: იუსტიციის სახლის მიერ დანერგილი ინტეგრირებული სერვისების მოდელი მოქალაქეთა საჭიროებებზეა ორიენტირებული და ადმინისტრაციულ ბარიერებს ამცირებს

ვახტანგ ჟვანია: იუსტიციის სახლის მიერ დანერგილი ინტეგრირებული სერვისების მოდელი მოქალაქეთა საჭიროებებზეა ორიენტირებული და ადმინისტრაციულ ბარიერებს ამცირებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას იუსტიციის სახლის წარმატებული კონცეფცია – „ყველაფერი ერთ სივრცეში“ – გააცნო. სეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას იუსტიციის სახლის წარმატებული კონცეფცია – „ყველაფერი ერთ სივრცეში“ – გააცნო. სეს…

იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას იუსტიციის სახლის წარმატებული კონცეფცია – „ყველაფერი ერთ სივრცეში“ – გააცნო.

სესიაზე „ინტეგრირებული მომსახურების მიწოდების სისტემები” სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სახლის ფილიალებზე, მობილური იუსტიციის სახლის პროექტზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომ სერვისებზე, სატელეფონო ცენტრსა და ბიზნესასისტენტის მომსახურებაზე.

მისი განცხადებით, იუსტიციის სახლის მიერ დანერგილი ინტეგრირებული სერვისების მოდელი მოქალაქეთა საჭიროებებზეა ორიენტირებული და ადმინისტრაციულ ბარიერებს ამცირებს. ვახტანგ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ამ მიდგომის წარმატება საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია და იუსტიციის სახლს სერვისების მიწოდების სფეროში საუკეთესო მიღწევებისთვის გაერო-ს საჯარო სამსახურის ჯილდო აქვს მინიჭებული.

იუსტიციის სახლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად მუშაობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინკლუზიურობასა და თანაბარ ხელმისაწვდომობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სერვისების განვითარებას.

დღეს საქართველოს მასშტაბით 127 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, რომლებიც მოქალაქეებს 500-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. წლის ბოლომდე ფილიალების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება, ხოლო ხელმისაწვდომი სერვისების რაოდენობა 1 000-ს გადააჭარბებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს