ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქინძმარა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქინძმარა…

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქინძმარაულის II შესახვევის N4-დან ზურაბ იარაჯულისა და ქინძმარაულის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდება გარე განათება, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი და მოეწყობა ბორდიური. ზოგადად, გვაქვს კონკრეტული ქუჩები, გამზირები, სადაც ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. 2017 წლიდან ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რა დროსაც პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაახლებთ, სანიაღვრე სისტემებით, წყალარინების ქსელით და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ქინძმარაულის მეორე შესახვევში სამუშაოები 7 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს