ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგება და წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება

მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგება და წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგებას და წყალარინების ქსელის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგებას და წყალარინების ქსელის მოწყობას აქტიურად განაგრძობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალი…

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგებას და წყალარინების ქსელის მოწყობას აქტიურად განაგრძობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანია, რომ აღნიშნული დასახლების მცხოვრებლებს სრულად მოუწესრიგდეთ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც წლების განმავლობაში იდგნენ.

„მუხიანის აგარაკებზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. არ არსებობდა არავითარი მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა. იყო გრუნტის გზა და წვიმიან ამინდში გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო. არ არსებობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვინაიდან საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ავტობუსი და მიკროავტობუსი გადაადგილებას ვერ შეძლებდა. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ მოხდებოდა აღნიშნული დასახლების დაქსელვა და უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. გაკეთდა ცენტრალური წყალარინების ქსელი და ეტაპობრივად ხორციელდება კონკრეტული ქუჩების და ჩიხების დაქსელვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი სამუშაოები ამჯერად კალოუბნისა და მუხის ქუჩებზე დაიწყო. როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოების შედეგად ტერიტორიაზე წყალარინების ქსელი მოეწყობა, რისთვისაც, დაახლოებით, ორი მლნ ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერის ინფორმაციით, წყალარინების ქსელის მოწყობა დაგეგმილია ერთობისა და განთიადის ქუჩებზეც, რაზეც სამუშაოების შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

გარდა ამისა,კახა კალაძემ აღნიშნა, გლდანის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ათამდე ქუჩაზე ახორციელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს