ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

დავით სონღულაშვილი წყალტუბოში ლურჯი მოცვის კრეფისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო

დავით სონღულაშვილი წყალტუბოში ლურჯი მოცვის კრეფისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაე…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნო.

"საქართველოში მოცვის ინტენსიური წარმოება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწო. დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის მონდომებით, ქართული მოცვი კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, მოთხოვნადია და აქტიურად გადის ექსპორტზე. მწარმოებლებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე აქვთ, მათ შორის ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში მონაწილეობის და ქართულ მოცვზე მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობას", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენებაზე 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა მიმართული. წარმოებული პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ისე ექსპორტზე გადის. მზარდი წარმოება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების მატებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიგრაციის შემცირებას, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და რეგიონების გაძლიერებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ შპს "ბლუფილდი" 2021 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიას სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 20 ჰექტარზე გაშენებული აქვს ლურჯი მოცვის ბაღი. მოსავლის რეალიზაცია ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე. საკუთარი ნედლეულისაგან აწარმოებს ლურჯი მოცვის ლიქიორსა და ჩირს. კომპანიაში მუდმივად 11 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა 200 აღწევს.

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 57 მლნ ლარზე მეტით, 3,300 ჰა-ზე მეტ ფართობზე დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის, იმერეთის რეგიონში, 12 მლნ ლარზე მეტით, 700 ჰა-ზე ლურჯი მოცვის გაშენება.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს