ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს

ქეთი მელაძე:   კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული. გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ტურისტული ჯგუფების მომსახურების ხა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული. გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ტურისტული ჯგუფების მომსახურების ხა…

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთი მელაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ტურისტული ჯგუფების მომსახურების ხარისხის აუმჯობესებს და ქვეყნის ისტორიის არასწორი ინტერპრეტაციის რისკს ამცირებს.

„მოგეხსენებათ, ყველა შემოსულ ტურს ყავდა თავისი გიდები, გამყოლები, რომლებიც თავის ისტორიებს ყვებოდნენ. თუმცა ახლა ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ ჯგუფებმა, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, აუცილებლად აიყვანონ ქართველი გიდი და სწორედ მათ უნდა გააცნონ საქართველოს ისტორია, რათა არ მოხდეს ისტორიული ფაქტების დამახინჯება, რაც მნიშვნელობის საკითხია", - აცხადებს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი.

ქეთი მელაძის განმარტებით, გამონაკლისს სამთო გამყოლების მიმართულება წარმოადგენს, ხოლო კულტურული გიდების მიმართულები საქართველოში კვალიფიციური კადრების საკმარისი რესურსი არსებობს.

"მეტიც, ამჟამად ჩინურენოვანი გიდები გადიან გადამზადებას, და ამასთანავე, საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ, სათანადო სერტიფიცირების შემდეგ, გიდებად დასაქმდნენ, რაც ტურისტული ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სავსებით საკმარისია, სამთო გამყოლებს კვოტა აქვთ 200, რაც განპირობებულია იმით, რომ ფაქტიურად ცოტაა სათანადოდ გადამზადებული პროფესიონალი სამთო გამყოლი. ხოლო რაც შეეხება კულტურულ გიდებს, აქ კვოტა ნულოვანია, რადგან არ გვჭირდება, არც ერთი ენის მცოდნე უცხოელი გიდის დამატება. ამ მიმართულებას აბსოლუტურად ვართმევთ თავს", - აღნიშნავს ქეთი მელაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს