ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

დავით სონღულაშვილმა შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა

დავით სონღულაშვილმა შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან აგროწარმოების განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასათბურე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობაა. დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრების არა სეზონურად, არამედ უწყვეტად მომარაგებას. შესაბამისად, არაერთი პროგრამა მუშაობს აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის.

შპს „ჰერბია“ სასათბურე მეურნეობას ფლობს და ადგილობრივ ბაზარს სხვადასხვა სახეობის მწვანილითა და ბოსტნეულით ამარაგებს. საწარმო პროდუქციას ქსელურ მარკეტებს აწვდის.

შპს „ჰერბია“ 2014 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამითა“ და პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ისარგებლა.

იმერეთის რეგიონში, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით ბანკების მიერ გაცემულია 50,7 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 10,9 მლნ ლარია.

მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს