ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარეს, ალმამბეტ შიკმამატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარეს, ალმამბეტ შიკმამატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან…

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარეს, ალმამბეტ შიკმამატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის, ასევე მონაცემთა მართვისა და საგადასახადო განჭვრეტადობის გაუმჯობესების მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. როგორც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, აღნიშნა ქართული მხარე მზადაა, გაუზიაროს ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციას საკუთარი გამოცდილება ციფრული სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თემატური შეხვედრები სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა გადაუხადა ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ - შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე, ასევე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ია ახალაია, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ჩიკვილაძე და ყირგიზეთის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს