ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

შოთა ბერეკაშვილი პროდუქტების ფასების პორტალზე: ეს მოგვცემს საშუალებას, მაღალი კონკურენციის ფარგლებში, ჩვენმა მოსახლეობამ საუკეთესო ფასი მიიღოს

შოთა ბერეკაშვილი პროდუქტების ფასების პორტალზე: ეს მოგვცემს საშუალებას, მაღალი კონკურენციის ფარგლებში, ჩვენმა მოსახლეობამ საუკეთესო ფასი მიიღოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღეიდან ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge , სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღეიდან ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge , სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტე…

დღეიდან ამოქმედდა ელექტრონული პორტალი ekalata.gov.ge, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი წარადგინა.

ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებგვერდზე ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე - 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ელექტრონული პორტალი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ქსელებს შორის კონკურენციის გაზრდის თვალსაზრისითაც.

„კარგი არის იმიტომ, რომ მომხმარებელი უფრო ინფორმირებული გახდება იმ პროდუქტების ფასებზე, რომელიც აქვთ აღნიშნულ სუპერმარკეტებს. ეს ინფორმირებულობა ზრდის კონკურენციას. ასევე, ერთ სისტემაში თავმოყრილი იქნება 12 წამყვანი სუპერმარკეტი, რაც ბუნებრივად კონკურენტულ გარემოს გააუმჯობესებს და პროცესებს გახდის გამჭვირვალეს.

ჩვენი მოლოდინი არის, ყოველი ეს რომ შევაჯამოთ, მოგვცემს საშუალებას, მაღალი კონკურენციის ფარგლებში, ჩვენმა მოსახლეობამ საუკეთესო ფასი მიიღოს და ჩვენი მიზანი არის, რომ იმ პროდუქტების კატეგორია, რომელიც კალათაში შედის, უაღრესად მნიშვნელოვანი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ ყოველთვის ჰქონდეს საუკეთესო ფასები სუპერმარკეტებში“, - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს