ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 4

სოსო გიორგაძე ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ფორუმში მონაწილეობს

სოსო გიორგაძე ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ფორუმში მონაწილეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ პირველ გლობალურ ფორუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ პირველ გლობალურ ფორუ…

საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ პირველ გლობალურ ფორუმს ესწრება. ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით ტარდება. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

ფორუმი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებს, მინისტრებსა და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. ისინი მსჯელობენ სფეროში მიმდინარე პროცესებზე, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებასა და მიდგომებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა თუ მასთან დაკავშირებული ოპერაციული გამოწვევების მართვის მიმართულებით. ფორუმის მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ განიხილონ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ინტელექტუალურ საკუთრებაზე, ინოვაციებზე, შემოქმედებით საქმიანობასა და უწყებების სამუშაო პროცესებზე.

ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ინტელექტუალური საკუთრების ლანდშაფტს, რაც ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აჩენს. საერთო გამოწვევების დაძლევისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, უწყებების ხელმძღვანელები თანამშრომლობის გზებს შეისწავლიან. საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში, დელეგატები განსაზღვრავენ მართვის სტრატეგიულ პოლიტიკას, რაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდასაჭერად ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზეშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს