ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ციფრული მმართველობის სააგენტოსა და რუმინეთის წარმომადგენლებმა კიბერდიპლომატიის ცენტრის შექმნაზე იმსჯელეს

ციფრული მმართველობის სააგენტოსა და რუმინეთის წარმომადგენლებმა კიბერდიპლომატიის ცენტრის შექმნაზე იმსჯელეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, რუმინეთის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, ადრიან-ვიქტორ ვევერასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა განი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, რუმინეთის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, ადრიან-ვიქტორ ვევერასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა განი…

ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, რუმინეთის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, ადრიან-ვიქტორ ვევერასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს კიბერდიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები. ისაუბრეს რეგიონში კიბერდიპლომატიის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესაძლებლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ICI Bucharest-ის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. საუბარი შეეხო ციფრული მმართველობის, მონაცემთა მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

საუბარი შეეხო რეგიონულ თანამშრომლობასა და ციფრული კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს. მხარეებმა იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებაზე, მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემების განვითარებასა და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ტექნოლოგიურ თანამშრომლობას.

სამუშაო შეხვედრა თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო გოზალიშვილი და ამავე დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის უფროსი დიმიტრი გუგუნავა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს